ეკონომიის და უსაფრთხო მართვის მასწავლებელი

გაზარდეთ თქვენი უსაფრთხოება გზებზე, გააკეთეთ ეკონომია ავტომობილის შეკეთების ხარჯებზე, აიცილეთ თავიდან ჯარიმები, StarLine-ის ინტელექტუალური მართვის მანერის შეფასების საშუალებით. StarLine-ის აპლიკაციებიდან მიღბული ინფორმაციის წყალობით, სერვერზე ფასდება მძღოლის მართვის მანერა, გასწავლით უსაფრთხო მართვას და ეკონომიას.

ყურადღებიანი მართვა, თქვენი ავტომობილის საბურავების ცვეთას შეამცირებს 15-20%-ით, ხუნდების - 20%-ით, დაკიდების სისტემის - 15-20%-ით.
თქვენ ყურადღებიანი მძღოლი ბრძანდებით? გაიგეთ თქვენი მართვის მანერის შეფასება! თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ, როგორ მართავენ თქვენი ნათესავები ან მეგობრები, რომლებსაც ანდობთ თქვენს ავტომობილს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაგაჩნიათ ავტოპარკი და თქვენი კომპანია სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას, თქვენ დაინტერესებული უნდა ბრძანდებოდეთ, რამდენად სათუთოდ და აკკურატულად ეპყრობიან თქვენი თანამშრომლები კომპანიის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას.
მობილური აპლიკაციის წყალობით შესაძლებელია თქვენი მართვის მანერის შეფასების ნახვა. ჭკვიანი და საიმედო დაცვა ახლა უკვე გამოცდილი მწრთვნელიცაა.

ჩანართის პირველ ეკრანზე "მართვის მანერა " თქვენ იპოვით სამ განყოფილებას: მართვის მანერის შეფასება, რისკები და თქვენი ადგილი საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის რეიტინგში, რომელებიც სარგებლობენ StarLine-ის დაცვითი-ტელემატიკური მოწყობილობებით.

"განყოფილება „რისკები“-ში ისახება დაფიქსირებული სახიფათო მანევრების რაოდენობა 4 პარამეტრით: სიჩქარე, აჩქარება, დამუხრუჭება, მკვეთრი მანევრები (გვერდითი მიმართულებით აჩქარება). მონაცემები ნულდება ყოველ დღე-ღამეში, ან 100 კილომეტრი გარბენის შემდეგ.

ფერის შეცვლა დამოკიდებულია შედეგის მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში, მიაბათ ტექსტურ შეტყობინებებს, ან გააგზანოთ ელ.ფოსტის მეშვეობით - უბრალოდ დააჭირეთ ღილაკ „გაზიარება“-ს.

ჩანართის მეორე ეკრანზე „მართვის მანერა" თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გარკვეული დროის მონაკვეთში თქვენი მართვის მანერის ხარისხის შეფასება, საჭირო ჩანართის არჩევისას, მაგალითად: კვირის, თვის, წლის განმავლობაში ან თქვენთვის საინტერესო დროის მითითებულ მონაკვეთში.